შპს ბითუბი კონსალტინგი დაარსდა 2024 წელს. კომპანია მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურების გაწევას. კომპანიის პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს დამკვეთის კმაყოფილებას პროექტის განსაზღვრულ ვადებში, მაღალი ხარისხით და ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის გზით. კომპანია დამკვეთს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს როგორც პროექტის დაგეგმვის, ასევე მისი განხორციელების ეტაპზე.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო პროექტების დაგეგმვა,
მართვა და მონიტორინგი, კერძოდ:
• გეგმა-გრაფიკის შედგენა
• ხარჯთაღრიცხვის შედგენა/ბიუჯეტირება
• სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება
• ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების ჯაჭვის გამართვაში დახმარება
• სათანადო კვალიფიკაციისა და სპეციალიზაციის პერსონალის მომსახურების
მიწოდება
• სამუშაოების მონიტორინგი/ზედამხედველობა
ინფორმაცია დაემატება მოგვიანებით (პროექტების განხორციელების ეტაპზე)
კომპანიის პრიორიტეტია როგორც პერსპექტიული, ასევე კვალიფიციური კადრების მოზიდვა, მათი განვითარების ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@b2bconsulting.com.ge (გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ „კარიერა“).
When an unknown printer took a galley of type aawer awtnd scrambled it to make a type specimen book.